შემთხვევა თბილისში

14.12.2018 00:53

კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ქალი გარდაიცვალა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქალბატონი დახმარების სათხოვნელად იყო მისული, დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან გასაუბრების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გამოიძახეს. ამ წუთებში ოფისში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ქალბატონის ვინაობა ჯერ უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: