შემთხვევა თბილისში


ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც აცხადებენ, რომ დღეს დილით მათ ჯგუფურად თავს დაესხნენ, ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში არიან დაკითხვაზე გადაყვანილები. საქმეს ჩუღურეთის პოლიციის მეოთხე განყოფილება სწავლობს. შემთხვევა მამრაძის ქუჩაზე მოხდა. ტრანსგენდერი ქალები აცხადებენ, რომ მათზე თავდასხმა გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით მოხდა. რამდენიმე პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ქვებს ესროდა. გამოძიება მუქარის მუხლით აღიძრა - სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ჯგუფურად მუქარას გულისხმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან