ახალი სათავო ოფისი

19.12.2011 03:55

✓ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი სათავო ოფისი კახეთის გზატკეცილზე ✎ ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 18 დეკემბრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი ახალ მისამართზე განთავსდება. მთაწმინდაზე, ლესია უკრაინკას #1 განთავსებული პარტიის სათავო ოფისის რეალიზაციის სანაცვლოდ, შეძენილ იქნა შენობა კახეთის გზატკეცილზე #45ა. დღეს ახალ სათავო ოფისში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ვილფრედ მარტინესი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის წევრია.

გაზიარება: