შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა: შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერეს. დოკუმენტი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალსწინებს.
მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეული ფაქტის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ყველა ზარი რეაგირებისთვის ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ს. შესაბამისად, „112“-ში დარღვევების შესახებ შემოსული შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა რეაგირებისთვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს.
აგრეთვე, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ.).
უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპენტეციის ფარგლებში განახორციელებენ.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე : https://goo.gl/cFiwV4