საომარი მოქმედებების ერთი თვე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან
ზუსტად ერთი თვე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. განადგურებული სამოქალაქო ობიექტები, დაბომბილი საავადმყოფოები, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის უამრავი ბავშვი, ალყაშემორტყმული ქალაქები, ჰუმანიტარული კრიზისი, დევნილად ქცეული ოთხ მილიონამდე ადამიანი - ასეთია რუსეთის სასტიკი აგრესიის შედეგი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. მოწინააღმდეგის შეტევის მთავარ სამიზნეებად რჩება კიევის ოლქი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის მარიუპოლი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებითაა გარშემორტყმული. დღესვე ცნობილი ხდება ახალი დეტალი ომის პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებიდან. როგორც ცნობილია, უკრაინა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვს. სახელდება ის ხუთი ქვეყანა, რომლებთან ამ გარანტიებზე კიევი დიალოგს აწარმოებს. „მოამბე“ განაგრძობს უკრაინის ქალაქ ლვოვში მუშაობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის კრიტიკა და მმართველი გუნდის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს 78-ე ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 30-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 47-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 61-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთი დაღუპული და 5 დაჭრილი - დონეცკი ისევ საომარი მოქმედებებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების მეექვსე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster