საომარი მოქმედებების 47-ე დღე უკრაინაში


უკრაინა ისევ იბომბება. საჰაერო დარტყმები განხორციელდა მიკოლაევსა და ხარკოვზე. ხარკოვში 11 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. მიკოლაევზე სამი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ერთი დაშავებულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დილიდან ლვოვის, კიევის, დნიპროსა და ზაპოროჟიას ოლქებში განგაშის სიგნალი ჩაირთო.

კრამატორსკის რკინიგზის სადგურის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი იზრდება. სულ გარდაცვლილია 57 ადამიანი. ოკუპანტები საკუთარ ძალისხმევას დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებში, ასევე ქალაქ მარიუპოლისა და იზიუმისკენ ააქტიურებენ. კვლავ გრძელდება ქალაქ ხარკოვისა და მისი მიმდებარე რაიონების დაბომბვები. დაშავებულია სულ მცირე ოთხი ადამიანი.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებს არასამიზნე სისტემების მქონე დანადგარებით ბომბავს, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გაზრდის ალბათობას საგრძნობლად ზრდის. ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში 183 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 525 კი დაშავდა. უკრაინული მხარის ინფორმაცით, ლუგანსკის რაიონში ააფეთქეს საწყობი, რომელშიც რუსების საბრძოლო მასალები ინახებოდა, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 სამიზნე გაანადგურეს. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა წელს 45%-ით შემცირდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან