რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის აგრესიის 86-ე დღე - საოკუპაციო ძალები უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას განაგრძობენ. ხარკოვის ოლქში, ქალაქ ლაზოვაიას მიმართულებით გასროლილი რაკეტები კულტურის სახლს დაეცა, გაჩნდა ხანძარი. დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის 11 წლის გოგონა. უკრაინული მხარის ცნობით, დონბასის რეგიონში რუსებმა 83 სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა. მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში. მიმდინარეობს უკრაინული პოზიციების დაბომბვა ხერსონის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსები საკუთარ ძალისხმევას დონეცკის ოლქში, - ლიმანის, სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით ახორციელებენ, ასევე ცდილობენ პოპასნაიას რაიონში ახალი პოზიციების დაკავებას, თუმცა უშედეგოდ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში გაანადგურეს მტრის 80-მდე მებრძოლი, ერთი ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 430 შეადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს კვლავ ბრძოლისკენ მოუწოდებს, ხოლო უკრაინელების დახმარების მიზნით საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს შექმნან ფონდი, რომელშიც რუსეთის საზღვარგარეთული ქონება და აქტივები იქნება მობილიზებული და დაზარალებულ უკრაინელებს მოხმარდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster