ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თაზო ფაცაცია აირჩიეს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით, 8-2 ის წინააღმდეგ თავმჯდომარის მოადგილედ თაზო ფაცაია აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარის ნატალია შეროზიამ ფაცაციას ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეროზიამ იგი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ფაცაცია მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორია და მან საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. "ჩვენი ხელისუფლება ასეთ ახალგაზრდებს ახალისებს და ნდობას უცხადებს", - განაცხადა შეროზიამ. ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის თითოეული ზუგდიდელის პრობლემების მოგვარებას და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ეცდება. "ოპოზიციას შეიძლება ბევრი რაღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი შემფასებელი და კრიტიკოსი ხალხია", - განაცხადა მან. მის არჩევას მხარი "ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძემ და "ევროპული საქრთველოდან" ბათლომე შელიამ არ დაუჭირეს. შელიას თქმით, მისი პარტია, ზოგადად, წინააღმდეგია იმ მიდგომების რაც მთავრობას საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით აქვს. "ბატონი თაზო სამწუხაროდ იქნება ერთი რიგითი დავალების შემსრულებელი და ჩვენ ვიცით, რომ აქ უმრავლესობა თვითონ არ ღებულობს გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა მე მას წარმატებებს ვუსურვებ", - აღნიშნა შელიამ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ, ფაცაციას აღნიშნული თანამდებობის შესაბამისი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი არ გააჩნია. "ის შემთხვევით გახდა საკრებულოს წევრი, ასევე შემთხვევით გადახა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მას არა აქვს რაიმე კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გააკეთოს უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში ქალაქის საკეთილდღეოდ", - თქვა წითლიძემ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლება ახლადარჩეულ თავმჯდომარის მოადგილეს კითხვები მისი მერიაში მუშაობის პერიოდზე და სამომავლო გეგმებზე დაუსვეს. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა თანამდებობიდან 26 აპრილს გადააყენეს. აღნიშნულ საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ქალაქის საკრებულოში ჯანდაცვის კომისიას ვახტანგ გოგილავა უხელ...
Radio Atinati
გიორგი თოდუა დეპუტატებს: დამშვიდდით, მეგობრებად ვრჩებით, ახლ...
Radio Atinati
გიორგი თოდუა: დავაზუსტებ და მერე აუცილებლად ვისაუბრებ რა შავ...
Radio Atinati
მსჯელობა ქალაქ ზუგდიდის იერსახესა და არქიტექტურულ პრობლემებზ...
Radio Atinati
სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს
Radio Atinati
კლუბ "ზუგდიდის" 51% გასხვისდება
Radio Atinati
ზუგდიდში სამარშუტო ტაქსებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვისთვი...
Radio Atinati
ფრაქცია ,,ენმ'' საკრებულოში კლუბ „ზუგდიდის“ წარმომადგენლების...
Radio Atinati