„საია"-ს დისკუსია ბიუჯეტის საკითხებზე


დღეს „თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის\" თელავის ოფისისა და ცენტრის ინიციატივით, 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მიზანი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, კერძოდ კი, თელავის მოსახლეობისთვის უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის გაცნობა იყო. შეხვედრაზე ის ცვლილებები, პრიორიტეტები და ღონისძიებები მიმოიხილეს, რომელიც ბიუჯეტის მიხედვით განისაზღვრა.
დისკუსიას ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური სამსახურის, საბიუჯეტო კომისიის, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/LpePZZ

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან