საია-ს განცხადება
შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა. საია-ს შეფასებით, კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 19 მაისს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და დაძაბულ გარემოს უკავშირდება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ ნეგატიურ ფაქტზეც. საია-ს დამკვირვებელი ზუგდიდის ოლქში ხმების დათვლის დროს უბანზე არ შეუშვეს; იმავე ოლქში პოლიციამ სავარაუდოდ, უკანონოდ დააკავა ჟურნალისტი. საია ნეგატიურად აფასებს ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დაპირისპირების შემთხვევებს პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის და შემაშფოთებელს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, ხელს უწყობდა ვითარების გამწვავებას. საბოლოო ანგარიშს საია საზოგადოებას მოგვიანებით წარუდგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საია-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია-ს განცხადება
ტელეკომპანია თანამგზავრი
საია-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია-ს განცხადება მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster