შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენები დაათვალიერა
05/26/2015
Vakhtang Gomelauri-ის
მიერ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ გამოფენას პირადად ეწვია და შსს-ს საგამოფენო კუთხე დაათვალიერა. შს მინისტრმა ასევე დაათვალიერა სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოწყობილი გამოფენებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. „იმელის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყების სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა წარმოადგინა: საპარტულო პოლიციის ავტომანქანები: „ფორდი“, „მინი კუპერი“, „პიკაპი“, მოტოციკლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „ლენდროვერ დეფენდერი“ და „მგელი“, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სახანძრო ავტომანქანა, სამსახურებრივი, მსუბუქი, ოპერატიული ავტომობილი და თოვლმავალი, დაცვის პოლიციის ინკასაციის ახალი დაჯავშნული „ფორდი“, საავიაციო უშიშროების სამმართველოს ოპერატიული მანქანა, ინკასაციის სამმართველოს „ფორდ-რეინჯერი“, სასაზღვრო პოლიციის კვადროციკლები, კავშირგაბმულობის ავტომანქანა,. წარმოდგენილი იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რადიაციული ექსპერტიზის მოწყობილობები, სრული ეკიპირებით აღჭურვილი მანეკენი და მოძრავი ლაბორატორია, შეიარაღების სამმართველოს კუთვნილი მოკლე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტები, ასევე, მომსახურების სააგენტოს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი „3D“ ბილეთები, ისტორიული ბანერები, სადაც გამოფენილი იყო საქართველოში პირველი ავტომობილის, პირველი ავტოავარიის და პირველი მართვის მოწმობის ფოტოები
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/XbFH0H