ზუგდიდში რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა

01/31/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულმა დევნილებმა, რომლებიც მეხუთე დღეა შიმშილობენ, პირი ამოიკერეს. ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა ხუთმა დევნილმა გადაწყვიტა. ისინი მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.

„ეს შენობა ინგრევა, შიგნით ანტისანიტარიაა. ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. მივიღეთ არაობიექტური ქულები და ვითხოვთ კომისიას, რომელიც ხელახლა გადაამოწმებს ჩვენს საცხოვრებელ პირობებს“, - განმარტეს დევნილებმა.

დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები დევნილების მოთხოვნა ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, მათი საცხოვრებელ პირობებს კომისია ამ ეტაპზე ხელახლა ვერ გადაამოწმებს.

დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, 40-მდე არასრულწლოვანი. ამ ოჯახების უმეტესი ნაწილია საავადმყოფოს შენობაში, ათეულობით წელია, ცხოვრობს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან