პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ 2 მსჯავრდებული გამართლდა


საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გასამართლებული გია ჭანჭალეიშვილი და რომან ჩხაიძე გაამართლა.
დეპარტამენტმა აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები. ვრცლად: http://pog.gov.ge/news/prokuraturis-s...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან