პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კიდევ ორი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების ვასილ დავითაიასა და გრიგოლ წაქაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დადგა. საქართველოს შს სამინისტროს მატერიალურ ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვასილ დავითაია 2004 წელს გასამართლებული იქნა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. იმჟამინდელი გამოძიება ვასილ დავითაიას ედავებოდა, შსს მატერიალურ - ტექნიკური და ფინანსური დეპარტამენტის კუთვნილი სპეცსახსრების ანგარიშიდან (შვიდი ეპიზოდი), 100 456 ლარის უსაფუძვლოდ ჩამოწერას. 2004 წლის 24 ნოემბერს ვასილ დავითაიას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე გარიგებით, ბრალის აღიარების გარეშე, რაც დამტკიცდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით. ვასილ დავითაია დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 162 დღიური ანაზღაურებით 50 ლარის ოდენობით, სულ 8140 ლარი. ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვასილ დავითაიას მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა ვასილ დავითაიას მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე დადასტურდა, რომ ანგარიშვალდებულ პირებზე (შვიდი ეპიზოდი) ფულადი თანხები გაიცა მიზნობრივად, კერძოდ: კრიმინალისტიკური ექსპერტიზისთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად, უცხოური დელეგაციების წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ბაზის შეკეთება-აღდგენისთვის და ა.შ რაც შეეხება ყოფილი მსჯავრდებულის, გრიგოლ წაქაძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, იგი 2008 წელს გასამართლებული იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (ძვ.რედ.) და 362-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
კომპანია “მელაძის” მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურა...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ 2 მსჯავრდებული...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურის შუამდგომლობით, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯარისკაცების ღირსების შელახვის საქმეზე დაკავებულებს 5 და 6 წ...
MULTIMEDIA GE
პროკურატურამ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის ყ...
საქართველოს პროკურატურა
უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო
ტელეკომპანია თანამგზავრი
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster