"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად

16.02.2017 16:47

• საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. • "ადამიანის უფლებათა ცენტრი" დეკანოზ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატის გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებისგან გაათავისუფლებას ითხოვს. • მედიასაშუალებებით დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციას წარმოადგენს • დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებს. • დეკაზონ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე. • გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გუშინდელი განცხადება მწვავე კრიტიკის საგანია ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. • რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. • მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 53-ე კონფერენცია დღეს გაიხსნება. • ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის პირველი შეხვედრა შედგა. • ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებს შეხვდა. • თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით დღეს დაიკითხება. სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მამუკა ახვლედიანს მოსამართლის წინაშე 13:00 საათზე დაკითხავენ. • პარლამენტი ფარული მოსმენის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას განაგრძობს. საკითხზე დღეს უმრავლესობის იურიდიულ საკითხთა კომიტეტეზე იმსჯელებენ. • საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი არ განიხილება. • საპარლამენტო უმცირესობაში ნდობის ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომელიც გაზპრომთან ხელშეკრულების პირობებს დეტალურად გაეცნობა. • შსს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა და დეპუტატმა ეკა ბესელიამ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის საკითხი განიხილეს. • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დღეს მორიგ სხდომას გამართავენ, სადაც მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებით მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიციას მოისმენენ. • ნატო შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნას გააძლიერებს. • ევროპარლამენტმა ბელგიის ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის ფინანსთა მინისტრის პოსტისა და ევროპული არმიიის შექმნას გულისხმობს. • ამერიკის შეერთებული შტატები არ გამორიცხავს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვის შემდეგ – ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო