გაურკვეველი სტატუსის ადამიანები საჯვაროს უბანთან და „გაშლილი სუფრა აგიტატორებისთვის“
ზუგდიდში, საჯვაროს მეოცე საარჩევნო უბანზე მისულ რადიო „ათინათის“ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა თინათინ კაკაჩიამ (სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის) პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. მან ჟურნალისტებზე ცეკოს მიერ გაცემული დოკუმენტში ეჭვი შეიტანა და პროვოკაციის მოწყობაში დაგვადანაშაულა. კაკაჩიას გაღიზიანება ჩვენმა კითხვამ გამოიწვია, თუ რატომ შეჰყავდათ ადამიანები საარჩევნო უბნის პირდაპირ მდებარე საცხოვრებელ სახლში. „თქვენ ხართ უსაქმურები, რომლებიც დეზინფორმაციებას ავრცელებთ. სუფრაა გაშლილი ახლაც ჩვენი აგიტატორებისთვის, მუშაკებისთვის, რომელიც დილიდან მუშაობენ. შებრძანდით თქვენც გეპატიჟით ჩაიზე, ყავაზე... თქვენ გინდათ, რომ რაღაც იყოს მაგრამ არ გაგიავთ... დღის ბოლოს კიდევ ერთხელ „ჩავარტყამთ“ ნაციონალებს და დავასამარებთ“, - თქვა კაკაჩიამ. გარდა ამისა, საარჩევნო უბანთან ავტომობილის მძღოლი, რომელსაც გადასატანი ყუთი და კომისიის წევრები გადაჰყავდა მიგვითითებდა, თუ რამდენი ხანი დავრჩენილიყავით საარჩევნო უბანზე, სად ჩაგვეწერა ინტერვიუ და ასევე გვიშლიდა რესპონტებისგან ინტერვიუს აღებას. ჩვენს კითხვაზე, რატომ ერეოდა ჩვენს საქმიანობაში მაშინ, როცა მას ცესკოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებიც არ გააჩნდა გვიპასუხა, რომ ამომრჩეველია და რესპონდეტს არ ჩაგვაწერინებდა, რადგან „ტყუილებს იძახდა“. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც გადაღებას გვიშლიდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარის დაა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის მინიჭების საკითხი ი...
Radio Atinati
ღირსეული პასუხი ერთ გაურკვეველი წარმოშობის ქართველს- საარჩევ...
აჭარა ენმ / Adjara unm
მოლაპარაკებები ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თელავის ჭადრაკის სახლი რეაბილიტაციის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
სოციალური მეწარმის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე კვლავ გაურკვ...
CSI GEORGIA
ზვიად გამსახურდიას მუზეუმის რეაბილიტაცია
Irakli Shonia
ზვიად გამსახურდიას მუზეუმის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster