ღირსეული პასუხი ერთ გაურკვეველი წარმოშობის ქართველს- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე _ ხულოელებს
„ჩემი ხულოელების დემოკრატიული და ღირსეული პასუხი ერთ გაურკვეველი წარმოშობის „ქართველს“- ეს სტატუსი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სტატუსის ბოლოს ჰეშთეგით ცესკოს სლოგანიც იყო მითითებული. ფეისბუქ - პოსტი შავაძემ გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვები გააჩინა. დაარღვია თუ არა კანონი ცესკოს წარმომადგენელმა? საიაში ამბობენ, რომ ზემდგომმა ორგანომ, ანუ ცესკომ აუცილებლად უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, რადგან საკითხი შეიცავს პოლიტიკური მიკერძოების ნიშნებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს პოსტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. ციალა შავაძე კი სატელეფონო კომენტარით შემოიფარგლა. ამბობს, რომ ეს პოლიტიკური სტატუსი არ იყო. განმარტავს, რომ ეს იყო პასუხი შეურაცხყოფაზე, რომელიც ხულოსთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთდა. იგულისხმა თუ არა მან „გაურკვეველი წარმოშობის „ქართველში“ მიხეილ სააკაშვილი არ დააკონკრეტა. ცნობისთვის, ციალა შავაძე არჩევნების დღეს ხულოში ცესკოს წარმომადგენელი იყო ყველა დონის ადმინისტრაციაში. #ციალაშავაძე #ცესკო
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
უყურეთ როგორი ღირსეული პასუხი გასცა შევარდნაძემ კაცთმოძულე პ...
სააგენტო GUARDIAN GE
ვაჟა-ფშაველა და კულა გლდანელი, აკაკის ლექსი ვაჟას და ღირსეულ...
Georgian Documentaries
"ღირსეული შრომის პლატფორმა” – მიზნები და ამოცანები
Business Media Georgia
Traffic Rules \u0026 People| School Project / მოძრაობის წესე...
Ekaterine Papava
ილია ჭანტურია - სტუდენტების პროტესტი გრძელდება
მაუწყებელი • Mautskebeli
"იმედი"-ს უკვე ყოფილი წამყვანი ამბობს, რომ მისი გადაცემების...
MULTIMEDIA GE
„ღირსეული პასუხი 2019“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ღირსეული პასუხი 2016“-თან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრ...
Tv Dia