ილია ჭანტურია - სტუდენტების პროტესტი გრძელდება

22.05.2022 05:14

თითქმის ორი თვეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების პროტესტი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გაძვირებული ბინების გამო, ათასობით სტუდენტი ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას და სააუდიტორიო სწავლებაზე დასწრებას. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაიწყო საუბარი ჰიბრიდულ სწავლებაზე, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ჰიბრიდულად სწავლება სრულად ჯერ არცერთ ფაკულტეტზე არ დაწყებულა, ზოგიერთი ფაკულტეტი კი სრულად სააუდიტორიო სწავლებაზე რჩებს. როგორც სტუდენტები ამბობენ, ლექტორებს ჰიბრიდული სწავლება საკუთარი რესურსებით უწევთ. ადმინისტრაცია ასევე არ ცვლის გადაწყვეტილებს გამოცდების დასწრებით ფორმატთან დაკავშირებით, მათ სტუდენტებს 3 საგამოცდო ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ახალციხე შესთავაზეს, მიუხედავად ამისა, სტუდენტები ამბობენ, რომ ეს ვერ გადაჭრის პრობლემას, რადგან ისინი ან ვერ მოახერხებენ ამ ქალაქებში ჩასვლას და დარჩებიან დასკვნითი გამოცდების მიღმა ან მოუწევთ ორმაგი რესურსების გაღება. სტუდენტები ასევე ელოდებიან პასუხს, სტუდენტურ საცხოვრებელთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც გიორგი შარვაშიძე ამბობს, კერძო ინვესტორმა უნდა ააშენოს და რომლის ქირაც საკმაოდ მაღალი იქნება. სტუდენტები ამბობენ, რომ მათ ღირსეული და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სჭირდებათ. შესაბამისად, სტუდენტები ორშაბათს, 23 მაისს, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, კიდევ ერთ აქციას გამართავენ. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.ge   Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

განათლების უფლება ყველას - ილია ჭანტურია სტუდენტთა საჭიროებებზე
05:15

განათლების უფლება ყველას - ილია ჭანტურია სტუდენტთა საჭიროებე...

მაუწყებელი • Mautskebeli

ილია ჭანტურია - \"გემი დავლანდე\"

ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"

მაუწყებელი • Mautskebeli

ილია ჭანტურია - სოლიდარობა კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას
06:06

ილია ჭანტურია - სოლიდარობა კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას

მაუწყებელი • Mautskebeli

#დღისკოდი ლიტერატურა, როგორც წარსულის გააზრების საუკეთესო გზა
25:50

#დღისკოდი ლიტერატურა, როგორც წარსულის გააზრების საუკეთესო გზ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ნაშუადღევს „წინანდლის პრემია - 2019“
18:57

#ნაშუადღევს „წინანდლის პრემია - 2019“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

,,წიგნების თარო\" - ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულების ბონუს თამაში

,,წიგნების თარო" - ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულების ბო...

წიგნების თარო

#წიგნებისთარო კავკასიის უნივერსიტეტი „ხაფანგი-122“ VS თსუ „ბ612“

#წიგნებისთარო კავკასიის უნივერსიტეტი „ხაფანგი-122“ VS თსუ „ბ...

წიგნების თარო

#ახალიდღე „საბა 2019“ - გიორგი კეკელიძის რუბრიკაში
13:31

#ახალიდღე „საბა 2019“ - გიორგი კეკელიძის რუბრიკაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო