ზუგდიდში სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის მინიჭების საკითხი ისევ კომისიას დაუბრუნდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის №4 სასაფლაოს ნაწილს პანთეონის სტატუსის მინიჭების საკითხი საკრებულომ ერთხმად განსახილველად ისევ კომისიას დაუბრუნა. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის ბათლომე შელიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა ამ დროისთვის მიზანშეწონილი არ არის, რადგან სხვა საკითხებთან ერთად, გაურკვეველია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც პანთეონში გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა გადაწყდეს. „შერჩევის კრიტერიუმები, სხვა პროცედურები, ძალიან ბევრ პრობლემასთან იქნება მუდმივად დაკავშირებული და არ უნდა იყოს ზუგდიდში პანთეონი“, - აღნიშნა შელიამ. მის პოზიციას იზიარებენ ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ამ ეტაპზე ზუგდიდში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია. „საერთოდ, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ადამიანები, ვინც იქ უდნა დაიკრძალოს. ვფიქრობ, რომ საზოგადოების წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ ამ საკითხის განხილვაში და გადაწყდეს ისე, როგორც მათი სურვილი იქნება“, - თქვა წითლიძემ. საუბარია სასაფლაოს საერთო ტერიტორიის 2000 კვ.მ-ზე ფართობზე. აღნიშნული საკითხის განხილვა წინა საკრებულოს სხდომაზეც გადაიდო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მოქალაქეების აზრი ზუგდიდში პანთეონის შესაძლო დაარსებაზე
Radio Atinati
ძმის მიერ მოკლული მამაკაცი პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადმ...
Radio Atinati
გიგა ოთხოზორია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს
Radio Atinati
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი...
Maestro Television
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა...
Radio Atinati
გაერთიანებული ოპოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების...
Radio Atinati