საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“
▪„ევროკავშირთან დაახლოების პროცესი უნდა გადარჩეს - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ამ პროცესის ჩასაშლელად, საბაბს ეძებს და ბარიერთან დაკავშირებულ საკითხს მე-13-ე წინაპირობად აყენებს“ ▪„ვინაიდან დავინახეთ, რომ ოპოზიციის ნაწილი საბაბს ეძებდა, ამიტომაც გამოვედით დღევანდელი შეთავაზებით“ ▪„ევროკომისიის 12 წინაპირობიდან ერთ-ერთი დეპოლარიზაციაა, რომელიც დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებითაც მიიღწევა - თუ ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ეს დეპოლარიზაციას თავისთავად გამოიწვევს“ ▪„ვინც დღეს 12 პრიორიტეტის გარშემო მუშაობაში არ მონაწილეობს, კანდიდატის სტატუსის მოცემას ეწინააღმდეგება“ ▪„„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავისვე, საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლია - პროპაგანდისტული ხუხულა აუცილებლად ჩამოენგრევათ“ ▪„მის ინტერესებს, ვისაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა პირდაპირ ეწინააღმდეგება“ ▪„12 პუნქტის შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, ჩვენი ოპონენტები ჩაერთვებიან თუ არა ამ პუნქტების შესრულებაში, მაგრამ ეს პროცესი სრულყოფილი რომ იყოს, ინკლუზიურობაა საჭირო“ ▪„სამწუხარო მოვლენაა, რომ არასამთავრობო სექტორის ნაწილი ასე ჩამოიშალა, ზღვარი წაიშალა და გაურკვეველია, რომელია პარტია და რომელი - არასამთავრობო ორგანიზაცია; ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია პარტიასავით იქცევა“ ▪„იმის თქმა, რომ საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის საფრთხე არარეალურია, ან მიამიტობა, ან - მავნებლობაა“ ▪შალვა პაპუაშვილი შვეიცარიული ბანკისა და ბიძინა ივანიშვილის საქმეზე: როცა ბანკი ამხელა ავანტიურაზე მიდის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შვეიცარული საბანკო სისტემის სანდოობას, რთული განსასაზღვრია, რატომ უნდა უღირდეთ და რატომ უნდა აკეთებდნენ ამას ▪შალვა პაპუაშვილი არახამიას განცხადებებზე: ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა ტიპური რუსული პროპაგანდაა - ნებისმიერი დემოკრატიისთვის, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ხელისუფლების მიზანში ამოღება, ხალხის მიზანში ამოღებას ნიშნავს ▪საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი / tvimediofficial © Teleimedi LLC 2022
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცე...
TV IMEDI
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი L...
TV IMEDI
იმედი LIVE - 14 დეკემბერი, 2022 წელი
TV IMEDI