საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

08.06.2022 35:59

▪„ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ დიდი გზა გაიარეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადამდე - კითხვარზე პასუხებით, ვფიქრობ, დავადასტურეთ, რომ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნის“ ▪„ოპოზიციის ნაწილის პოზიცია ჩემთვის გაუგებარია - ან თვითგვემაში არიან ან სურთ, სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“ ▪„მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი 2022 ბუქარესტი 2008 არ გახდეს“ ▪„ახლა თავად ევროპაა გზაგასაყარზე - უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სურს, გრძელვადიანად აჩვენოს ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ, აჩვენოს ჩვენი ხალხისადმი სოლიდარობა და რუსეთისკენ მკაფიო სიგნალი გაგზავნოს“ ▪„თუკი დღეს ვინმე იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ესაა საქართველო“ ▪შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეზე: თავადაც იცის, რამდენად არასერიოზული განცხადება გააკეთა ▪შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ესაა შეკრული წრე, სადაც თავადვე იზღუდავენ თავებს და მხარდამჭერებს აზიზღებენ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, მის მხარდამჭერებს და ამით კვებავენ ▪„იმედი იმ პარტიებშია, რომლებსაც სურთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ, მათ უნდა თქვან, რომ ამ პარტიის ნარატივი მიუღებელია და დაამტკიცონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე არ არიან - სითამამე უნდა ეყოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის მიუხედავად, დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგან“ ▪„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში იყოს არა რიცხობრივი, არამედ შინაარსობრივი სიმრავლე“ ▪საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: