საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

19.06.2022 30:09

▪შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ახლა განსაკუთრებული დოზით ვხედავთ მათგან სიყალბესა და ფარისევლობას - როგორც კი გაიგეს, რომ მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, დაიწყეს პოლარიზაცია ▪„ხვალინდელი თავყრილობა სწორედ პოლარიზაციას ემსახურება, პირდაპირ დესტრუქციისკენ მიმართული აქციაა“ ▪„ახლა უპირობო კანდიდატობა არავისთვის მიუციათ, უმთავრესია, წინ გავიხედოთ და დავინახოთ, როგორ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - ჩვენ მივიღეთ აღიარება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლია და ეს კარი გაიხსნა“ ▪„ევროკავშირმა მთავარი საკითხი სწორად გამოკვეთა - პირველ პუნქტად პოლარიზაცია წერია, რომელიც, არც უკრაინისა და არც მოლდოვის შემთხვევაში, ნახსენები არაა - ვხედავთ, ჩვენი ოპოზიცია როგორც იქცევა“ ▪„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო არსებული პარტიები ცდილობენ, ნებისმიერი მიზეზი მღელვარების გამოწვევისთვის გამოიყენონ, მათი ძირითადი სტრატეგია ჩასაფრებაა“ ▪„ჩვენთან არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავს ყველაფერის სპეციალისტად მოიაზრებს“ ▪„გადავხედოთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს და დავინახავთ ადამიანებს, რომლებიც ფინანსებს ფლობენ, პოლიტიკაში არიან ჩართულნი და მედიაზე გავლენა აქვთ - გამოდის, რომ სწორედ ისინი არიან ოლიგარქები“ ▪„ჩვენი მიზანი არა კანდიდატობა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაა - დღეს თუ ხვალ, კანდიდატობა აუცილებლად იქნება“ ▪საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: