საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“
▪შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნება ასეთია - ის ყველაფერს თავისიანებად და არათავისიანებად ჰყოფს, წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ მათთან დაკავშირებულები არ არიან, ემტერებიან ▪შალვა პაპუაშვილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: საქმე სისხლის სამართლის საქმის დანაშაულებს - ტერორიზმს, მკვლელობას, ადამიანებით ვაჭრობას ეხება, როდესაც სახეზეა დანაშაული და საჭიროა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ▪„პრეზიდენტის პოლიტიკური ვეტო ნიშნავს, რომ მას სამართლებრივი შენიშვნა არ ჰქონდა - სამართლებრივ არგუმენტებს არავინ ასახელებს“ ▪შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენის შერჩევაზე: სახალხო დამცველი ბარიკადებზე არ უნდა იდგეს - ის უნდა იყოს თანაბრად მისაღები მხარეებისთვის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველი მხოლოდ მათთვის უნდა იყოს მისაღები ▪„ომბუდსმენის საკითხი ძალიან კარგი ვიზუალიზაცია იყო, თუ რამდენად წინ დგას ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის რადიკალიზაცია და პროცესის ჩაშლა“ ▪შალვა პაპუაშვილი არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაზე: თავისი არსით, ეს გადაწყვეტილება არათუ მნიშვნელოვანი, არამედ რევოლუციურია - ეს ძალიან დიდი დაზღვევაა, რომ არ განმეორდეს ის დესტრუქცია, რომელიც 2020 წელს გვქონდა ▪შალვა პაპუაშვილი „ისფედზე“: არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ხალხისგან არანაირი ლეგიტიმაცია და მანდატი არ აქვს, მთავრობის დაკომპლექტება სურს - ეს არაფორმალურ ძალაუფლებაზე პირდაპირი პრეტენზიაა ▪შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ განცხადებებზე: ისინი იყენებენ თავიანთ უფლებას, ისაუბრონ ამა თუ იმ საკითხზე ▪შალვა პაპუაშვილი უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებზე: ასეთი თითქოს გულუბრყვილო წამოცდენებით ხანდახან დიდი ტრაგედიები ტრიალდება - ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განსაკუთრებით მაღალი რისკები არსებობს და ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის პატრიოტ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს, არის დანის პირზე გავლა ▪„ყველა მანიპულაციასა და დეზინფორმაციაზე პასუხი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ, მისი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს გერმანიის კანცლერის გვერდით იდგა“ ▪შალვა პაპუაშვილი დაანონსებულ აქციებზე: ამ ყველაფერს ერთადერთი შედეგი აქვს - საბოლოო ჯამში, ეს საზოგადოების ნერვებზე თამაშია, რომელსაც ქვეყნისთვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს ▪საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი / tvimediofficial © Teleimedi LLC 2022
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...
TV IMEDI
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცე...
TV IMEDI
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი L...
TV IMEDI
იმედი LIVE - 14 დეკემბერი, 2022 წელი
TV IMEDI