საომარი მოქმედებები უკრაინაში - 124- დღე
უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება - დღეს ომის 124 დღეა. დაიბომბა ბახმუტისა და სლავიანსკის მიმართულებები. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მოწინააღმდეგეს პავლოვკის დასახლების მიმდებარედ. ამ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს. ოკუპანტებმა ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირება სცადეს და სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ინტენსიური ავიაიერიშების პარალელურად, რუსეთის ძალებმა ლისიჩანსკთან საარტილერიო დანაყოფი გააძლიერეს. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, სლავიანსკისა და ლისიჩანსკის დაკავება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ტანკებით, არტილერიითა და სამხედრო ავიაციით ისევ დაბომბეს ხარკოვის რეგიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ოდესის ოლქის ცაში ორი რუსული საზენიტო რაკეტა „ონიქსი“ გაანეიტრალეს. უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ 26 ივნისის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები 34 850 ადამიანს აღწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - შარლ მიშელის განცხად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster