რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ანგარიშით, ხერსონში პრორუსული ადმინისტრაციის შექმნა უკრაინაში მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური მიზნების წარუმატებლობას უსვამს ხაზს. მათივე ცნობით, ოკუპანტების თავდაპირველი შეჭრის გეგმის ცენტრალური ნაწილი, სავარაუდოდ, გაყალბებული რეფერენდუმების გამოყენებით, უკრაინის ტერიტორიების კონტროლქვეშ აღებას მოიცავდა, მაგრამ ამ მიმართულებით დასახული მიზნები ვერ შეასრულა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-80 დღეს ოკუპანტების მთავარი მიზანი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარება და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფაა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

გენშტაბის ცნობებით, აგრესორი აგრძელებს ბრძოლას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, ახორციელებს საცეცხლე მოქმედებებს როგორც ფრონტის მთელ ხაზზე, ასევე უკრაინული არმიის თავდაცვის სიღრმეებში. მოცემულ ეტაპზე, მათი ყველაზე ფართო აქტივობები ფიქსირდება სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებებით. გარდა ამისა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დაბომბვების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან