კოლხური ტრიოს საიუბილეო კონცერტი


2015/07/02
2 ივლისს,, რევაზ ლაღიძის პრიზისა და ოქროს მედლის მფლობელ საქართველოს სახალხო ანსამბლს, კონკურსებისა და ფესტივალების მრავალგზის ლაურეატ ,,კოლხურ ტრიოს’’ ვარსკვლავი გაუხსნეს. ასე გამოხატა სენაკის საზოგადოებამ 40 წლოვანი მდიდარი და გამორჩეული შემოქმედებითი ბიოგრაფიის მქონე კოლხური სიმღერების უბადლოდ შემსრულებელი ტრიოსადმი თავისი მოწიწება და მადლიერება. 1975 წლიდან დონარა მიმინოშვილის, დარეჯან ფაჩულიას და ბელა ქამადაძის შემადგენლობით ,,კოლხური ტრიოს’’ გამოჩენამ უმალვე მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. მრავალი უნიკალური სიმღერის წარმოჩენით და შექმნით მათ გაამდიდრეს და განუმეორებელი ხიბლი შესძინეს ქართული ხალხური სიმღერის საგანძურს. ტრიოს უნიჭიერესი მომღერლის, დონარა მიმინოშვილის გარდაცვალების შემდეგ, მის ტრადიციებს ანსამბლში, მისივე ქალიშვილი - ეკა კოღუა აგრძელებს. ამ შემადგენლობით წარდგა აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ,,კოლხური ტრიო’’ საიუბილეო საღამოზე, სადაც მსმენელს ჰქონდა ბედნიერება ისევ დამტკბარიყო მათი შემოქმედებით. ,,კოლხურ ტრიოს’’ მიესალმა და ღირშესანიშნავი დღე მიულოცა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, რომელმაც სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სიგელები გადასცა მომღერლებს. ანსამბლს შემდგომი წარმატებები უსურვა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მისაბიშვილმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელით მომღერლებს მიესალმა საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ირინე დგებუაძე. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საზოგადოებისთვის ცნობილი მოღვაწეები და შემოქმედებითი კოლექტივები ულოცავდნენ და სიმღერებს უძღვნიდნენ ტრიოს წევრებს. საღამოს დასასრულს, დრამატული თეატრის წინ ფოიერვერკების ფონზე საზეიმოდ გაიხსნა ,,კოლხური ტრიოს’’ ვარსკვლავი.
   / senakisgamgeoba  
https://plus.google.com/u/0/110380087...
https://www.facebook.com/senakis.gamg...
http://www.senaki.ge/

ვიდეოები „Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია"-ისგან