ახალგაზრდები, რომელთაც ,,ლიტერატურა ძლიერ უყვართ’’
8 აპრილს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის საბიბლიოთეკო დარბაზში, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სკოლა-გიმნაზიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გაიმართა ახალგაზრდა მკითხველთა კლუბის წევრების შეხვედრა, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელი თამუნა ხეცაძე უძღვებოდა. დისკუსიის თემა ჯონ აპდაიკის, ფრედერიკ ბეგბედერისა და ჟიულ ვერნის ნაწარმოებები იყო. სენაკის კერძო და საჯარო სკოლების უფროსკლასელთა მიერ გამართულ საინტერესო და ენერგიულ დისკუსიას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე და გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ისაუბრა ტექნოკრატიულ ეპოქაში მოზარდის წიგნთან დაახლოებისა და მისთვის ჭეშმარიტი სულიერი ღირებულებების მიწოდების დიდ მნიშვნელობაზე. პროექტის მონაწილეებს მან საჩუქრად წიგნები გადასცა და წარმატებები უსურვა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკითხველთა შემოკრებას და ერთობლივად არაერთი საინტერესო ღონისძიების განხორციელებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, საუბრები ლიტერატურაზე ბუნებაში, ისტორიული ძეგლების გარემოში, საქველმოქმედო აქციები, თუ სხვადასხვა ორიგინალური აქტივობები. ახალგაზრდა მკითხველთა კლუბისთვის, რომელშიც სენაკის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები არიან გაერთიანებულები, გაიწერება მრავალფეროვანი სამოქმედო პროგრამა და ეს ურთიერთობა მემორანდუმით გაფორმდება. ახალგაზრდები, რომელთაც ,,მხატვრული ლიტერატურა ძლიერ უყვართ’’ შეხვედრებს ყოველკვირეულად გამართავენ. ➤ / senakisgamgeoba ➤https://plus.google.com/u/2/b/1103800... ➤https://www.facebook.com/SenakiMunici... ➤ http://www.senaki.ge/
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია-ის სხვა ვიდეოები
02:11:24
მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ რეგიონული ტური სენაკში
00:47
როგორი იქნება ქალაქის ცენტრალური მოედანი
02:54:17
კოლხური ტრიოს საიუბილეო კონცერტი
01:11:24
სახელგანთქმული აკორდეონისტი - მანუელა მარია გლოკი...
01:13:09
ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი სენაკში
01:01:04
საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტი...
01:31:07
აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნ...
02:07
სენაკში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლეს...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში საჯარო ლექცია „ამბავი და ლიტერატურა“ მოეწყო
Radio Atinati
გამოკითხვა - როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება წიგნის მიმ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
ტერენტი გრანელის სახელ-მუზეუმი
Radio Atinati
ალექსანდრე ლორთქიფანიძისა და ტორესა მოსის საჯარო ლექცია - ,,...
წიგნების თარო
"აქაურობა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს" - ყვავილების სათბური და...
Radio Atinati
თეონა ბექიშვილი - სტალინი ქართულ ლიტერატურაში
Cooperation for Peace and Progress
„ცოცხალი წიგნები“ პანკისის ხეობაში
culturegovge culturegovge
ბიბლიოთეკა-"ღვარძლი, რომელსაც თესავ"
Ajara TV