აქციის მონაწილეების მოთხოვნა და პრეზიდენტის პასუხი
გამაფრთხილებელი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალებული ადამიანები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომლის სასჯელის გადავადებაზე ხვალ მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა იმსჯელოს. სასამართლო პროცესის წინ ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოკლული ადამიანების ოჯახის წევრებმა დაიკავეს. შეწყალების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში დაზარალებული ოჯახები სამოქალაქო დაპირისპირებას პროგნოზირებენ და მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. ახლა მთავარი კითხვაა, გადახედავს თუ არა პრეზიდენტი პოზიციას, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საკმაოდ მკაფიო განცხადებით დაფიქსირდა - „არა და არასოდეს“. შეწყალებისკენ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა არაერთი მოწოდების ფონზე ეჭვებს ის გარემოებაც აჩენს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს სალომე ზურაბიშვილმა დღეს ტონი შეარბილა. დღევანდელი პასუხი, ისევე როგორც აქციის მონაწილეებისადმი მიმართვა რეზიდენციის წინ შეკრებილებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ავტოსპორტის ფედერაციასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყვითელჟილეტიანების აქცია პარიზში - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მანანა არჩვაძის თანამოაზრეები ცოტნე გამსახურდიას "გამოსახსნე...
MULTIMEDIA GE
ყვითელჟილეტიანების ფართომასშტაბიანი აქცია პარიზში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster