მანანა არჩვაძის თანამოაზრეები ცოტნე გამსახურდიას "გამოსახსნელად" და გიორგი გამსახურდიას ბოდიში
01/14/2022
MULTIMEDIA GE-ის
მიერ
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია და მისი თანამოაზრეები წეროვანში, თავდაცვის სამინისტროს იმ სარეაბილიტაციო ცენტრთან იმყოფებოდნენ, სადაც ცოტნე გამსახურდია გადის მკურნალობას. ისინი ითხოვენ, რომ ის \"დაუბრუნონ დედას\".
მათივე თქმით, ხელისუფლება ცოტნეს არ მკურნალობს და რეალურად, მათი მიზანია, რომ არ გამოჯანმრთელდეს.
14 იანვარს გამართული აქციის გამო, ბოდიშს იხდიან გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიები. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს:
\"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა,კონსტანტინე წერს ამ პოსტში.ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა,რის გავლაც უწევს ჩემ ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს.\"- წერს გიორგი გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდია კი წერს:
\"ქალბატონის\" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან. \"ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე\", იყო მათი მოთხოვნა.
\"აქციის\" მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ. წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას. საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება.
მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური. დაუმორჩილებლებს კი 15 დღიანი საკანი ემუქრებათ. ამის შემდეგ მათ დასტოვეს იქაურობა.
სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში. შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს.
ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ. ნუთუ მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება.\"- წერს კონსტანტინე გამსახურდია.
ჩვენი ვებ გვერდი:
https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9