პატრიარქმა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შეასრულა

26.04.2019 02:39

დღეს წითელი პარასკევია- მართლმადიდებლებისთვის დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე, როდესაც სახარების თანახმად- უფალმა ადამიანების ცოდვებისგან გამოსახსნელად საკუთარი თავი შესწირა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გარდამოხსნის წესი სამების საკათედრო ტაძარში შეასრულა. შესრულდა საგალობლებიც, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. Facebook: https://bit.ly/2IqEzpx Instagram: https://bre.is/px2j78UIi

გაზიარება: