ყვითელჟილეტიანების აქცია პარიზში - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი აირირამდენჯერმე გამოიყენა. პარიზის რამდენიმე რაიონში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის უკვე მოხდა მცირე შეტაკებები. არიან დაშავებულებიც. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება შანზელიზესტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთს ისვრიან, მათ შორის ბოთლებსა და ქვებს. ყვითელჟილეტიანთა აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გადასახადების შემცირებას, ხელფასების მომატებასა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობენ, როგორც რადიკალი მემარჯვენე, ისე მემარცხენე მოძრაობის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებისგან გაისმა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც. პოლიციაში შიშობენ, რომ დემონსტრანტებს შორის იქნებიან პროვოკატორები, რომლებიც არეულობის მოწყობას შეეცდებიან. საფრანგეთის პოლიცია იძულებული გახდა, ყვითელჟილეტიანების აქციებისთვის შემუშავებული ტაქტიკა შეცვალა, რადგან სამართალდამცველების აქამდე არსებული სტრატეგია სოციალური ქსელებით გავრცელდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ძალადობისგან თავი შეიკავონ და დიალოგის მაგიდასთან დაბრუნდნენ. კრისტოფერ კასტანერისგანცხადებით, პოლიცია პარიზში არეულობას არ დაუშვებს და კანონდამრღვევების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპით იმოქმედებს. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ და ასევე ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, მოერიდონ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +337 83 31 86 89. რა ვითარებაა ამ დროისთვის, გურამ როგავა აშუქებს საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის პარიზიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ყვითელჟილეტიანების ფართომასშტაბიანი აქცია პარიზში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#თავისუფალიხედვა საარჩევნო სისტემა / „მესამე ძალა“ / მიწის ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყვითელჟილეტიანების აქცია პარიზში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყვითელჟილეტიანების აქცია პარიზში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ვითარებაა პარიზში - პირდაპირი რეპორტაჟი ადგილიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 8 დეკემბერი 2018 #LIVE
პირველი არხი - LIVE
#ახალიკვირა ყვითელჟილეტიანები მონმარტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყვითელჟილეტიანების პროტესტი საფრანგეთში - უახლესი ინფორმაცია...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster