რა ვითარებაა პარიზში - პირდაპირი რეპორტაჟი ადგილიდან


პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციის დროს დაკავებულთა რიცხვმა ხუთასს გადააჭარბა. ფრანგული მედია ავრცელებს იმ ნივთების ფოტოებსაც, რომელიც პოლიციამ დემონსტრანტებისგან ამოიღო. მათ შორის არის ჩაქუჩები, აირწინაღები და ცეცხლმაქრები.

პარიზში ყვითელჟილეტიანების აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი აირი. დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. აქციაზე დღეს სოციალური პირობების გაუმჯობესების და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვის მოთხოვნებთან ერთად მაკრონის გადადგომის მოთხოვნაც ისმოდა.

რა ვითარებაა ამ დროისთვის, გურამ როგავა აშუქებს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან