ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა
ყაზახეთში მასობრივი ანტისახელისუფლებო აქციები ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და პრეზიდენტის მხრიდან რიგი დათმობების მიუხედავად დემონსტრაციები არ წყდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მსხვილ ქალაქებში, სადაც მომიტინგეები ადმინისტრაციული შენობების შტურმით აღებას ცდილობენ. დემონსტრანტებმა უკვე დაიკავეს სიდიდით მეორე ქალაქის, ალმაათის საოლქო ადმინისტრაცია, ცოტა ხნის წინ კი ამავე ქალაქის აეროპორტშიც შეიჭრნენ. არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. თხევადი გაზის ფასის შემცირების შემდეგ, აქციის მონაწილეები ახლა პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ. ისინი ხელისუფლების მთლიანად შეცვლას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ყაზახეთი დღეს მსოფლიო მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. აქტივისტებს სიმშვიდისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებს ეუთო-ს თავმჯდომარე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი პროტესტის მონაწილეების ზოგიერთ მოთხოვნას „კანონიერს“ უწოდებს და მხარეებს პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზახეთის მთავრობა გადადგა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძის კომე...
MOF Georgia