ვითარება ყაზახეთში

09.01.2022 04:40

2 იანვარს, გაზის ტარიფის ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების, არეულობისა და დაპირისპირების შემდეგ, ყაზახეთში ისევ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. დაკავებულია 6 000-ზე მეტი ადამიანი, ყაზახი სამართალდამცველები ქუჩებში პატრულირებასა და ეჭვმიტანილთა ძიებას განაგრძობენ. ისმის სროლის ხმაც. დათხოვნილი მთავრობა, 212 მილიონის ზარალი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით განთავსებული რუსი სამშვიდობოები - ასეთია დღევანდელი რეალობა. დღეს ასევე ცნობილი გახდა ოფიციალური მონაცემები დაღუპულთა შესახებ. ყაზახეთში დაპირისპირებას 164 ადამიანი ემსხვერპლა. 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: