ვითარება ყაზახეთში

13.01.2022 00:29

ყაზახეთიდან „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების“ გაყვანა იწყება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა კონტინგენტის სარდლობას, რომ „მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციის თვალსაზრისით“. პრეზიდენტმა გუბერნატორებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტრანსპორტის აღდგენა, სურსათის მაღაზიების მომარაგება და მცირე და საშუალო ბიზნესის უმოკლეს ვადებში ამუშავების ხელშეწყობა დაავალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: