ვითარება ყაზახეთში


ყაზახეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულია 13 სამართალდამცველი და ათობით სამოქალაქო პირი. დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. მათი უმეტესობა ჰოსპიტალიზებულია. დილის საათებში ალმათის მერიასთან სროლის ხმა ისმოდა. მოგვიანებით, სამხედროებმა რესპუბლიკის მოედანს ალყა მოხსნეს და ტერიტორია დატოვეს. ღამის განმავლობაში პოლიციამ დემონსტრანტების მიერ დაკავებული ალმათის აეროპორტი გაათავისუფლეს, თუმცა აეროპორტმა მუშაობა ვერც დღეს განაახლა, ამის მიზეზი ინტერნეტის შეზღუდვა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტზე წვდომა მთელ ქვეყანაში შეზღუდულია. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმაც. ნურ-სულთანში კი, ვითარება შედარებით მშვიდია. სახელმწიფო დაწესებულებებში გაძლიერებულია დაცვა.

ღამით ალმათის ქუჩებში სამხედროები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი ქმედება ყაზახეთზე აგრესიის ფაქტად შეაფასა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან