ვითარება ყაზახეთში


დარბეული სახელმწიფო შენობები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, ათეულობით დაღუპული, ასეულობით დაჭრილი და ათასობით ადამიანი ციხეში - ასეთია მასობრივი არეულობის და სისხლიანი შეტაკებების შედეგი ყაზახეთში.

დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრში, ალმათიში და ზოგიერთ ქალაქში აფეთქებების და სროლის ხმა პერიოდულად ისევ ისმის. გავრცელებული ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი ყაზახეთიდან წავიდა, მოქმედი პრეზიდენტი კი ტერორისტებად გამოცხადებულ დემონსტრანტებთან ბრძოლას დასრულებულად არ მიიჩნევს. არანაირი მოლაპარაკება, ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნა და მოწინააღმდეგეების განადგურება - ასეთია ქვეყნის პირველი პირის დავალება. ქვეყანაში შესული რუსეთის ჯარი ბელარუს სამხედროებთან ერთად უკვე განლაგდა ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან და ადგილობრივ პოლიციას და არმიას ზურგს უმაგრებს. უცნობია, რა ვადით დარჩებიან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით შესული მშვიდობისმყოფელები.

პოლიტიკურ მოთხოვნებსა და მასობრივ არეულობაში გადაზრდილი სოციალური პროტესტი, დღე მეექვსე - ბოლო მონაცემები ყაზახეთიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან