საინფორმაციო შეხვედრა რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობასთან
25 ნოემბერს, რუსთავში, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა. რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ, რეგიონის მასშტაბით, სახელმწიფო უწყებების მიერ, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის განვითარების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ასევე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით დაგეგმილ სიახლეებს. შეხვედრის მიმდინარეობისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეტალურად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურას, როგორ ქვემო ქართლის რეგიონში ასევე ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. ადგილზე იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, ზვიად ჭუნაშვილი და კახა კობერიძე, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მერები, ირაკლი ტაბაღუა და რამაზ ბუდაღაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად გამართავენ. #ქვემოქართლი2018 #რეგიონისგანვითარება2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
საინფორმაციო შეხვედრა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შეხვედრა „რუსთავი 2“-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
21/06/2017
რუსთავის მერია
MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ევროპის მოედანზე გამწვანების...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ევროპის მოედანზე ნერგების დარგვის აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: დღეს, ევროპის კვირეულის დასასრული ევროპის მოედანზე ნერგ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საინფორმაციო შეხვედრა
Dusheti Municipality
საინფორმაციო შეხვედრა
Radio Atinati