MOE: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შინდისში მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაო აღმოაჩინა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ თბილისის მიმდებარედ, დიდგორის რაიონის სოფელ შინდისში გამოვლენილ იქნა არსებულ საძოვარზე ცხენის, ვირისა და სხვა მსხვილფეხა პირუტყვის ძვლების, თავებისა და ცხოველური ნარჩენების განთავსების ადგილი.
საძოვართან ახლოს ასევე დათვალიერებული იქნა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ტერიტორია, რომლის ძირითად საქმიანობას შინაური ცხოველების დაკვლა წარმოადგენს. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ კომპანიას არა აქვს მოწყობილი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და შესაბამისად, ცხოველის დაკვლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებითა და ჩამდინარე წყლებით ხდება მიწის დაბინძურება. დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან