მეუფე გერასიმე პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნაზე: არაფერი ვიცოდი
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნის შესახებ მედიისგან ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ ჟურნალისტებისგან შეიტყო. „არ ვიცი, წირვაზე ვიყავით და ამის შესახებ ახლა თქვენგან, ჟურნალისტებისგან გავიგე. ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი. წმინდა გიორგი შეეწიოს და გაახაროს. კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყროებელი“,- აღნიშნა მან. ქაშუეთში გიორგობის აღსანიშნავი სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანება წაიკითხა, რომელის მიხედვითაც ილია მეორეს მესაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი იქნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სამშვიდობო პარასკლისი ენგურის ხიდზე
Radio Atinati
ზუგდიდში პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა პარაკლისით დასრულდ...
Radio Atinati
კოვიდ-19 - ტესტირების პასუხები საპატრიარქოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზეიმო მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ზუგდიდშ...
Radio Atinati
განცხადება 2. დებატებში ვიწვევ!!!
დავით თორდია
გადააბრძანებენ თუ არა ღვთისმშობლის კვართს ხობში ჯერ-ჯერობით...
Radio Atinati
ყულიშკარის წმინდა გიორგის ტაძარში მამა სერაფიმემ იგალობა
Radio Atinati
მეუფე გერასიმე
progressnewsinfo 1967