ზუგდიდში პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა პარაკლისით დასრულდა

11/09/2019
Radio Atinati-ის მიერ

კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა. მიტროპოლიტმა გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღავლინა და მრევლს პატრიარქისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მსვლელობა პატრიარქის მიმართ თანადგომას გამოხატავს.

„ჩვენი მსვლელობა არის მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა. ჩვენი პატრიარქის და ეკლესიის მამამთავრის ილია მეორის მიმართ, რომლის მწყემს მთავრობით სიბრძნით, გამჭრიახობით მაღლით იცავს და იფარავს ჩვენ ეკლესიას, არა მხოლოდ ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას. იაკობ მოციქული ბრძანებს, რომ სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია. ჩვენ ხშირად ვიძახით გვიყვარს პატრიარქი, პატივს ვცემთ პატრიარქს. დღეს დადგა მგონი დრო, რომ არა მხოლოდ სიტყვით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, არამედ საქმითაც. ჩვენი მსვლელობაც ამას ემსახურება, მშვიდობიანად გავიაროთ დადიანების ტაძრიდან მშენებარე ტაძრამდე გზა, გადავიხადოთ პარაკლისი და ღმერთს შევთხოვოთ პატრიარქის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მეუფემ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან