ყულიშკარის წმინდა გიორგის ტაძარში მამა სერაფიმემ იგალობა
სოფელ ყულიშკარში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა. მან მრევლს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სულით და გულით მინდა, რომ მოგილოცოთ ეს დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ ამ დღეს სრულიად საქართველოში აღნიშნავენ. ეს დღე თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, რამეთუ წმინდა გიორგისაგან ველოდებით შემწეობასა და თანადგომას. წმინდანს უპირველესად შევთხოვთ საქართველოს გამთლიანებას“, - აღნიშნა მან. ტაძარში მისულ მრევლს საშუალება ჰქონდა მამა სერაფიმეს გალობა არამეულ ენაზე მოისმინა. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა მოწამის დღეს. ვულოცავ ჩვენს ზუგდიდელებს“, - თქვა მამა სერაფიმემ.მამა სერაფიმე წარმოშობით ისტორიული მესოპოტამიიდანაა და მშობლიური ენა არამეულია. 2010 წლის 14 თებერვალს, შენდობის დღეს ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, მას დიაკვნის ხარისხი მიანიჭეს. 28 თებერვალს კი პატრიარქმა იგი, როგორც სულიერი მამა, საქართველოს ასირიელ მოსახლეობას წარუდგინა. მამა სერაფიმე ერთადერთი ასირიელი მართლმადიდებელი ბერ–დიაკვანია საქართველოში, რომელიც წირვა-ლოცვას არამეულ ენაზე აღევლენს. მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ ზეიმობენ: 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამებისა და 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ყულიშკარის წმინდა გიორგის ტაძარში მამა სერაფიმემ იგალობა
Radio Atinati
მეუფე გერასიმე პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნაზე:...
Radio Atinati
ახალგაზრდები ბიბლიოთეკებისთვის
Livepress. ge
ყულიშკარის ეკლესია
Valera Zhvania
ყულიშკარის მოსახლეობა
info9 info99
ყულიშკარის საჯარო სკოლა მე 4 კლ.გამოშვება "ჩვენ ვაშენებთ მომ...
tiko jinjolia
ყულიშკარის საჯარო სკოლა მე 4 კლ.გამოშვება "ჩვენ ვაშენებთ მომ...
tiko jinjolia
ყულიშკარის საჯარო სკოლა მე 4 კლ.გამოშვება "ჩვენ ვაშენებთ მომ...
tiko jinjolia