ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა. მან მრევლს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„სულით და გულით მინდა, რომ მოგილოცოთ ეს დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ ამ დღეს სრულიად საქართველოში აღნიშნავენ. ეს დღე თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, რამეთუ წმინდა გიორგისაგან ველოდებით შემწეობას თანადგომას. წმინდანს უპირველესად შევთხოვთ საქარველოს გამთლიანებას“, - აღნიშნა მან.
ტაძარში მისულ მრევლს საშუალბა ჰქონდა მამა სერაფიმეს გალობა არამეულ ენაზე მოისმინა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, წმინდა მოწამის დღეს. ვულოცავ ჩვენს ზუგდიდელებს“, - თქვა მამა სერაფიმემ.
მამა სერაფიმე ისტორიული მესოპოტამიიდანაა ევფრატისა და ტიგრის შესართავთან მდებარე მიწიდან არის წარმოშობით. მისი მშობლიური ენა არამეულია. 2010 წლის 14 თებერვალს, შენდობის დღეს ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, მას დიაკვნის ხარისხი მიანიჭეს. 28 თებერვალს კი პატრიარქმა იგი, როგორც სულიერი მამა, საქართველოს ასირიელ მოსახლეობას წარუდგინა. მამა სერაფიმე ერთადერთი ასირიელი მართლმადიდებელი ბერ–დიაკვანია საქართველოში, რომელიც წირვა-ლოცვას არამეულ ენაზე აღევლენს.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ ზეიმობენ: 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამებისა და 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/