საზეიმო მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ზუგდიდში
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მსვლელობა გაიმართა, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად მრევლმაც მიიღო მონაწილეობა. ისინი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან გალობითა და ლიტანიობით დაიძრნენ, მსვლელობა ქალაქის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის გავლით ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმემ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და ოჯახები დალოცა. „დღევანდელი დღე არის ოჯახის სიმტკიცისა და სიძლიერის დღე. ჩვენც ვუერთდებით ამ დღესასწაულს მრევლთან, სამღვდელოებასთან ერთად. საღამოს კი საქველმოქმედო საღამოზე მრავალშვილიან ოჯახებს დააჯილდოებენ“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. „ოჯახი არის მთავარი ფასეულობა, როგორც ინდივიდებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვენლოვანია და მისი აღნიშვნით კარგ ტრადიციიას ჩაეყარა საფუძველი", - თქვა გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ. ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ზუგდიდში წელს პირველად აღინიშნა. საქართველოში ეს დღე 2014 წელს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ოჯახის სიწმინდის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეი...
𝐋𝐚𝐬𝐡𝐚 𝐋𝐨𝐥𝐚𝐝𝐳𝐞
ოჯახის სიწმინდის დღე ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოჯახის სიწმინდის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოჯახის სიწმინდის დღე მცხეთაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 09:00 საათზე - 17 მაისი, 2024 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 11:00 საათზე - 17 მაისი, 2024 წელი
TV IMEDI
ოჯახის სიწმინდის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster