წმინდანად როგორ ვხდებით თუკი ცოდვილები ვართ, ცოდვილი ხომ თავს წმინდანად არ თვლის?

06/04/2022
levani petriashvili-ის მიერ

ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო (ებრ. 3:1), პავლე მოციქული აქ წმინდანებს უწოდებს ცოცხალ ადამიანებს და არა გარდაცვლილებს, ხოლო მართლმადიდებლები იძახიან რომ წმიდანი ადამიანი სიცოცხლეში კი არ ხდება არამედ გარდაცვალების შემდეგო. ერთი მართლმადიდებელი მეუბნება, შენ თავი უცოდველი გგონიაო, თავს წმინდანს უწოდებო, ქრისტე ცოდვილებისთვის მოვიდა და არა მართლებისთვისო, შენ კიდე იძახი უცოდველი ვარო, როცა აგერ პეტრემაც შესცოდა როცა იესო უარყოო., არადა ხომ იყო ქრისტეს წმიდა მოწაფეო? ჯერაც ერთი ქრისტე ცოდვილებისთვის იმიტომ არ მოსულა, რომ ისინი კვლავ ცოდვაში დაეტოვებინა, არამედ მათ გამოსასწორებლად მოვიდა, რადგან იძახის მკურნალი სნეულებს სჭირდებათ და არა ჯამრთელებსო, მეორეც პეტრეს უარყოფა სულაც არ ნიშნავს ცოდვას, იმიტომ რომ პეტრე პირველი იყო მოციქულთაგან რომელმაც ქრისტეს დასაცავად მის შეპყრობისას ერთერთ ჯარისკაცს ყური ჩამოათალა მახვილით, ჩნდება კითხვა, თუკი პეტრე იესოს უარყოფას და მიმალვას გეგმავდა, ხომ არ დაიცავდა იესოს? იესომ თავად აუკრძალა შურისძიება პეტრეს და უთხრა, განა არ გინდა რომ შევსვა სასმისი, რომელიც მამაჩემმა მომცაო და მალქოზს მოჭრილი ყური გაუმრთელა, პეტრემ ის დაიცვა გულანთებულმა, ხოლო იესომ კი შენი დაცვა მე არ მჭირდებაო უთხრა, რადგან სიკვდილზე ის თავისი ნებით მიდიოდა, ამიტომ ჩათვალა პეტრემ საჭიროდ რომ უარეყო ის და ეთქვა: მე არ ვიცნობ იესოს, როგორც თავად იესომ უთხრა სერობაზე - თავს კი არ დადებ ჩემთვის არამედ სამგზის უამრყოფო, არადა პეტრემ მართლა თავი გაწირა მისთვის იმ ღამეს როცა იესო შეიპყრეს. როცა პეტრემ უარყო ესაა ადამიანური სისუსტე, ჩვენც არ ვიცით მაგ დროს რას გადავწყვიტავდით როცა ჩვენი სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდებოდა იმ ადამიანის გამო ვინც სიკვდილზე თავისი ნებით მიდის და არც შენგან ითხოვს დამხარებას, პეტრემ ამის გამო გული აიცრუა იესოზე, ის გაბრაზებული იყო მასზე, პეტრეს უარყოფა არ მომდინარეობდა უსამართლობიდანხ პეტრეს უარყოფით ზიანი არ მისდგომია იესოს, ის მაინც ვერაფერს შეცვლიდა რომ ეთქვა დიახ ვიცნობ იესოსო და თავის დასაცავად მოიტყუა და უარყო, რადგან ისიც იესოსავით არ მოეკლათ, მაშინ ხომ სახარების საქადაგებლად ვერცერთ მოციქულს ვეღარ გამოიყენებდა სულიწმიდა თუკი ყველას ქრისტესთან ერთად მოკლავდნენ? როგორც წერილებში წერია ისე ახდა: დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი (ზაქ. 13:7) და კიდევ: ჩემთან ერთად პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი (ფს. 40:10), ეს პეტრე იქნებოდა თუ იუდა, ვიღაცას მაინც ხომ უნდა გაეცა იესო, ამის გამო შეიძლება რომელიმე მოციქული დავადანაშაულოთ ცოდვის ჩადენაში? ცოდვა არის უსმართლობა, მაგრამ ქრისტიანი შეიძლება იყოს კვლავ უსამართლო და მატყუარა? პავლე ხომ სვავს კითხვას: ჩვენ რომელნიც მოვკვდით ცოვისათვის როგორღა ვიცხოვროთ მასში? (რომ. 6:2), ახალი ადამიანი აღარ სცოდავს, ამის მიღება უჭირთ მართლმადიდებლებს, შენ თუ ისევ ძველი კაცის ჩვევებით ცხოვრობ, მაშინ შენ არ ხარ სულიერი, არამედ ისევ ხორციელი, შენ ჯერ არ შობილხარ ზეციდან. ასეთ კითხვას ვუსმევ მათ: თუ შენ ისევ ცოდვილი ხარ და შეუძლებელია შენი გამოსწორება, მაშინ ისევ რატომღა რცები ცოდვილად, ქრისტემ განა ეგა თქვა ისევ ცოდვილი ცხოვრებით იცხოვრეო? განა პავლე მოციქული არ წერს რომ ჩვენი ძველი კაცი ქრისტეთან ეცვა ჯვარს, რათა გადაგდებულიყო ცოდვის რჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვასო (რომ. 6:6)? მე კი აღარ ვცოცხლობ არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემშიო და თუ ქრისტეა შენში, კვლავ უწმიდური როგორ ხარ? არცერთი ცოდვილი არ აღიარებს თავს წმინდანად, ხოდა თუ წმიდანი არ ხარ, მაშინ რატომ არ აღიარებ რომ უწმიდური ხარ? და თუ უწმიდური ხარ, მაშინ უნდა იცოდე რომ ღმერთი უწმიდურებს არ იკარებს და ამიტომ გეუბნება გახდი წმიდა, ისეთივე წმიდა როგორიც ვარ მეო, შეუძლებელი რომ ყოფილიყო ეს ჩვენთვის, მაშინ ხომ აღარ გვეტყოდა ამას, არა? ანუ მართლმადიდებლები ცოდვის ამღიარებლებიც აღარ გამოდიან როცა იძახიან, რომ უცოდველი არავინააო, შეცდომის დაშვება და ცოდვის ჩადენა ერთიდაიგივე არაა. ცოდვა არის უსამართლობა და ტყუილი, რომელიც ვნებს შენს გარშემო მყოფ ადამიანებს, ხოლო შეცდომის დაშვება არის მიტევებადი, რომელსაც ყველა ჩავდივართ, თავად მოციქულებიც ცდებოდნენ, მაგრამ ისინი თავს ცოდვილს არ უწოდებდნენ, არამედ აახალ ქმნილებას ქრისტეში, რომელიც აღარ სცოდავს. მართლმადიდებელო ძალიან გინდა რომ სცოდავდე? თუკი იძახი რომ უცოდველი არავინაა, მაშინ აბა ქრისტე რისთვის მოკვდა, რისთვის დაღვარა წმიდა სისხლი, იმისათვის რომ თავს ისევ ცოდვილი უწოდო? აბა მაშინ რა გხვდის წმინდანებად თუკი ყველა ცოდვილები ვართ? თუკი ცოდვილი ხარ და შეუძლებელია გახდე უცოდველი, მაშინ რაღას ნანობ, თუკი არ ცდილობ რომ აღარ იყო შემცოდე და გამოსწორდე? იმიტომ არ ინანიებს, რომ აღარ გაიმეორო ის და ჩადენილის გრცხვენოდეს? და თუკი მაინც იგივეს აკეთებ რისი გახსენებაც გესირცხვილება, მაშინ რომელი ცოდვის მაღიარებელი ხარ? ცოდვის მაღიარებელს უნდა შეეძლოს თავისი ცხოვრების შეცვლაც, ანუ თქვენ რას იძახით, მოდით ახლა ყველამ ვცოდოთ, რადგან არავინაა უცოდველი? მაშინ რაღას ნანობ საერთოდ თუკი კვლავ ცოდვის ჩადენას აპირებ და შენში არაფერი შეცვლილა? რა აზრი აქვს შენს სინანულს თუკი არ ფიქრობ ცვლილებაზე? პავლე ამ ცვლილებაზე წერს: ნუ ეცრუებით ერთამენთს, რადგან უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ და შეიმოსეთ ახალი (კოლ. 3:9), როგორ იძახით სიცოცხლეში წმიდანები ვერავინ გახდებაო, როდესაც თავად იესო ლოცულობს მამის წინაშე და ამბობს: მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით (ინ. 17:19)?

ვიდეოები „levani petriashvili"-ისგან