დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში საზეიმო წირვა აღევლინა
დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში საზეიმო წირვა აღევლინა 8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. დავითობის სადღესასწაულო წირვა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ აღავლინა, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სადღესასწაულო წირვის დასასრულს, მეუფემ შეკრებილ მრევლს, დიდი მეფის ხსენების დღე მიულოცა და მის ცხოვრებაზე იქადაგა. ტაძარში მეუფის ლოცვა–კურთხევით ლიტანიობაც მოეწყო. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა. ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. დავითმა, როგორც დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ და უნიჭიერესმა მხედართმთავარმა, განსაკუთრებული ადგილი დაიკავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაში. დიდი პოლიტიკოსი, მამაცი მეომარი და სარდალი, ზნეკეთილი და კაცთმოყვარე მეფე დავითი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ხოლო მადლიერმა შთამომავლობამ მას „აღმაშენებელი“ უწოდა. ვრცლად იხილეთ: http://marneuli.gov.ge/…/1443-davitob...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით გელათის აკადემიაში მეცნ...
Rioni.TV
გელათის სამონასტრო კომპლექსში დავითობის დღესასწაულთან დაკავშ...
Rioni.TV
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავითობის დღესასწაულთან დაკავშორებით გელათის მონასტერში დავი...
Rioni.TV
დავითობის დღესთან დაკავირებული კონცერტი გაიმართა
Rioni.TV
დავითობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი. პირველი განყოფილება
joni elashvili 599 933 127
დავითობის დღესასწაული გელათში
Mega TV - ტელეკომპანია მეგა