26 მაისის ღონისძიებები თელავში


სხვა თვითმმართველ ქალაქებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სადღესასწაულო ღონისძიებებით, თელავშიც აღინიშნა. დილიდან ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო ტურიზმის პავილიონი, რეტრო ავტომობილების, ბავშვთა ნახატების, სამხედრო ტექნიკის, ხალხური რეწვისა და თელაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე ფუნქციონირებს სწრაფი კვების ობიექტები და ღია კაფეები. ერეკლე მეორის გამზრიზე დილიდან კახური ეზოებიც დაიდგა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე თონეში გამომცხვარი პური და კახური ღვინო დაეგემოვნებინათ. მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობას ადგილობრივი ფოლკლორული ცეკვის და სიმღერის ანსამბლები ქმნიდნენ. გაიმართა სპორტული ღონისძიებები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიებები ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტით დასრულდება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1k9undM

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან