ევროპის გზავნილები პოლიტიკურ პარტიებს / NDI-ის კვლევა და შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია #LIVE
01/25/2021
• ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია და ევროპელ დეპუტატთა გზავნილები სტრასბურგიდან - საქართველოს პარტნიორები დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ და ოპოზიციას, ბოიკოტის ნაცვლად, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. სესიაზე საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშების განხილვა დებატების ფონზე წარიმართა;
• NDI-ის კვლევა, მოსახლეობის გზავნილები და ოპოზიციური პარტიების 14%-იანი რეიტინგი, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს - რესპონდენტთა 76%, მათ შორის ოპოზიციური ამომრჩეველი, პარტიებს ქუჩის ნაცვლად პარლამენტში ხედავს; გამოკითხულთა 94% აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე წესრიგით კმაყოფილი დარჩა, 92% კი უბნებზე არავის შეუვიწროებია; კვლევას უნდობლობას უცხადებს შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის ნაწილი, რომელიც NDI-ის მონაცემებს ყოველთვის უპირობოდ ენდობოდა;
• საქართველო ეპიდსიტუაციას მართავს, თუმცა ვაქცინაციის დაწყებამდე სპეციალისტები ვითარებას საყურადღებოდ მიიჩნევენ; NDI-ის რესპონდენტთა 41% აცრისთვის მზადაა, 41% კი თავის შეკავებას ამჯობინებს; ქვეყანაში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა; გვერდითი მოვლენების შემთხვევაში პაციენტთა მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს; ვაქცინაცია თებერვლის ბოლოდან დაიწყება;
• ნავალნის საქმე და საპროტესტო მღელვარება რუსეთში - ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 იანვარს გაიმართება; ოპოზიციონერის დაკავების გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს და მოსკოვისთვის საპასუხო ზომების შემუშავებას გეგმავს, რუსეთი კი დასავლეთს აქციების წახალისებაში ადანაშაულებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.