#მოამბე 21 საათზე, 19 თებერვალი, 2024 #LIVE

19.02.2024 01:01:45

• ირაკლი კობახიძის პირველი საერთაშორისო ვიზიტი პრემიერის რანგში - დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში, სამთავრობო დელეგაციის დღის წესრიგი და დასავლეთის გზავნილები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან • ოპოზიციასთან კონსულტაციების პარალელურად პრეზიდენტი საერთაშორისო მედიაში კოალიციური მთავრობის საჭიროებაზე საუბრობს, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი 5%-იანი ბარიერის გადალახვის გზებს ეძებს და გაერთიანებას ამ დრომდე ვერ ახერხებს - დეკლარირებული გეგმები, რეალობა და შეფასებები • ოთხთვიანი იერიშის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აღებული ქალაქი ავდეევკა და მცირე წინსვლა რაბოტინოს რაიონში - დახმარების მოლოდინში მყოფ უკრაინას თავდაცვის საშუალება არ ეძლევა; პრეზიდენტი ზელენსკი ამერიკელ კოლეგას ესაუბრა, დასავლეთი კი კვლავ დაფინანსების საკითხს განიხილავს • რეზო ესაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა - ქართველი რეჟისორის თვალით დანახული და უკვდავ ფილმებში ასახული საბჭოთა რეალობა, ხელოვანის სახასიათო პერსონაჟები და მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: