#მოამბე 21 საათზე, 6 ოქტომბერი, 2023 #LIVE

06.10.2023 53:38

• გრანადაში ევროპული გაერთიანების სამიტზე შეკრებილი დასავლელი ლიდერები ევროკავშირის გაფართოებაზე აქტიურად საუბრობენ - ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, პრემიერ-მინისტრის შეხვედრები და საქართველოს გზავნილები ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებას
• რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, ზუგდიდიდან 50 კილომეტრში, მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას გეგმავს - გრანადაში ვიზიტად მყოფი მთავრობის მეთაური გავრცელებულ ინფორმაციას მთავარ თემად ასახელებს; კრემლის პროვოკაციულ განზრახვას ევროკავშირი შემაშფოთებელს უწოდებს
• ყოფილი პატიმარი ბელა როგავა, რომელიც ჩვენების მისაცემად ემიგრაციიდან ჩამოვიდა, მეგის ქარდავას 2009 წელს მისი წამების ფაქტის აღიარებას სთხოვს - არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნის სასამართლო, დაზარალებულის ჩვენება და მხარეთა პოზიციები
• მზადება „საბავშვო ევროვიზიისთვის“ - ფერადი ზღაპარი პატარა გმირების მონაწილეობით, ქართველი შემსრულებლების გზავნილი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო მუსიკალურ კონკურსზე და შემოქმედებითი ჯგუფის მოლოდინი

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani